დევნილები

დირსის კორპუსში, სადაც დევნილები შეიჭრნენ, პოლიციაა მობილიზებული

კომპანია "დირსის" საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფხაზეთიდან დევნილი 150-მდე ოჯახი შეიჭრა და შენობა დაიკავა, პოლიციაა მობილიზებული. 

დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, სამინისტრო "დირსის" აშენებულ კორპუსში ბინების გადაცემას დაჰპირდა.

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, დევნილებს შეხვდა, თუმცა, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 

დევნილებს ვარაუდობენ, რომ პოლიცია მათ კორპუსიდან ძალით გამოიყვანს. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

კომპანია "დირსის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბინები, რომლებიც დევნილებმა დაიკავეს, უკვე გაყიდულია. 

კომენტარები