თამარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის მოხდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





