დევნილები

დევნილთა სააგენტო: სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ 9 ოჯახს ბინები უკვე გადაეცა

დევნილთა სააგენტო

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ ცხრა დევნილ ოჯახს ახალშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა, შვიდმა ოჯახმა კი თავად მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც მათივე ცნობით, სააგენტო შეუსყიდით.

"ამ ეტაპზე, იძულებით გადადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ
ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება", - წერს დევნილთა სააგენტო.

სააგენტო ასევე წერს, რომ ისინი სანატორიუმ ქართლში დასახლებულ ოჯახებს განსახლების ორ გზას სთავაზობენ.

  • "დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში;
  • დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს".

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

კომენტარები