დევნილები

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოსთან თავის დაწვა სცადა, დაიღუპა – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 27 იანვარს თამარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა სააგენტოს შენობასთან თავის დაწვა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკაში 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა. 

"44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმესთან დაკავშირებით უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები