ჩოგბურთი

ზვერევმა ფედერერთან მატჩი კორტზე ზედმეტი ბურთის გამო შეაჩერა [VIDEO]

tennis tv

როჯერ ფედერერს კარიერაში 99 ტურნირი აქვს მოგებული. რომ არა დღევანდელი მარცხი, მას 100 თასი ექნებოდა. 

21 წლის ზვერევმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი დღეს ლონდონის O2 არენაზე 7-5 7-6 (7-5) დაამარცხა. 

შეხვედრამ დრამატულად ჩაიარა. ზვერევმა, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კევინ ანდერსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება, მაყურებლის უარყოფითი რეაქცია დაიმსახურა. მიზეზი თამაშის დროებით შეწყვეტა გახდა - გერმანელმა ჩოგბურთელმა მატჩი მეორე სეტის შემდეგ, ტაი ბრეიქი დროს შეწყვიტა, რადგან მომწოდებელ ბიჭს ბურთი შემთხვევით კორტზე გაუგორდა. თამაში მალევე გაგრძელდა. 

მატჩის შემდეგ ზვერევმა, რომელიც მსოფლიოს მე-5 ჩოგანია, დღეს კი კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, ბოდიში მოუხადა როგორც მაყურებელს, ასევე როჯერ ფედერერს იმის გამო, რომ დაამარცხა. 

"როჯერს ბოდიში უკვე მოვუხადე, მან მითხრა, რომ ეს არაფერია, ეს წესების დარღვევა არ არის. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ასე მოხდა. არავის გაბრაზდება არ მინდოდა", - თქვა ზვერევმა.

BBC წერს, რომ მისმა ბოდიშმა ბევრს ნაომი სერენა უილიამსის დამარცხების შემდეგ ნაომი ოსაკას სიტყვები მოაგონა - მაშინ ოსაკას მიერ აშშ-ის ღია პირველობის მოგება უილიამსის ემოციებმა გადაფარა.

კომენტარები