ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გამარჯვების შემდეგ კარიერაში 23-ე გრანდ სლემის ტიტული მოიპოვა და ახალი რეკორდი დაამყარა.
36 წლის სერბმა ჩოგბურთელმა პარიზში ნორვეგიელი კასპერ რუდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით ესპანელ მეტოქეს, რაფაელ ნადალს გადაუსწრო. აქამდე ორივე მათგანი გრანდ სლემის 22-22 ტიტულს ინაწილებდნენ.
ჯოკოვიჩი ასევე პირველი კაცი ჩოგბურთელია, რომელმაც ოთხივე გრანდ სლემის ტურნირი მინიმუმ სამჯერ მოიგო. მან ავსტრალიის ტურნირში 10-ჯერ, უიმბლდონის 7-ჯერ, ხოლო აშშ-სა და საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირში 3-3-ჯერ გაიმარჯვა.