ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი როლან გაროსის საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა.
ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ჯულიო ძეპიერი იყო, რომელიც რეიტინგში 129-ე ადგილს იკავებს. თამაში ერთ საათში, ანგარიშით 2:0(4:6; 1:6) დასრულდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მერვე თამაში წააგო. ამ დროისთვის ბასილაშვილი ჩოგბურთის ასოციაციის რეიტინგში 217-ე ადგილს იკავებს.
ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირების ასეთ ადრეულ ეტაპზე 2016 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.
როლან გაროსის ძირითადი ბადის თამაშები 28 მაისს დაიწყება. პარიზი ტურნირს 11 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.