US Open-ის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში 24-ე დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა.
ჯოკოვიჩმა ფინალში რუსი მეტოქე დანიილ მედვედევი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პირველი სეტი ანგარიშით 6:3 დასრულდა. მეორე სეტში მედვედევი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ტაიბრეიკი სერბი ჩოგბურთელის სასარგებლოდ დასრულდა. ფინალური სეტიც 6:3-ით დასრულდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა US Open-ის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. უკანასკნელად აშშ-ს ღია პირველობის გამარჯვებული სერბი ჩოგბურთელი 2018 წელს გახდა. ამ დროისთვის ჯოკოვიჩი ორი დიდი სლემით ასწრებს რაფაელ ნადალს და ოთხი სლემით წინ არის როჯერ ფედერერზე.
27 წლის დანილ მედვედევს ერთადერთი დიდი სლემის ტიტული აქვს. რუსმა ჩოგბურთელმა US Open-ის გამარჯვებული 2021 წელს გახდა.