სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედანზე მივიდა [Video]

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა.

ამის ამსახველ ვიდეოს ის საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

"მე მგონი ძალიან დიდი შემართებით იყვნენ. მე დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, რაც ვნახე, ვნახე, რომ იბრძოდნენ ბოლომდე და ეს არის მთავარი, რომ არ დაუთმეს დასაწყისიდან და ძალიან ბევრი კარგი მომენტები იყო ამ თამაშში და მგონია, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ამაყები ჩვენი რაგბისტებით." თქვა მან თამაშის დასრულების შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა და თავად ზაზა სარალიძე. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს.

ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდა მისულიყო აქციაზე და დახმარებოდა მას საკუთარი კონსტიტუციური უფლებების აღსრულებაში.

კომენტარები