ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის ტრანსპორტის მინისტრი სამშობიარომდე ველოსიპედით მივიდა

ახალი ზელანდიის ტრანსპორტის მინისტრი, ჯული ანა გენტერი სამშობიარომდე ველოსიპედით მივიდა. 

მწვანეთა პარტიის წარმომადგენლმა ორსულობის 42-ე კვირაში იმშობიარა.

მან და მისმა პარტნიორმა, ახალშობილის ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე დადეს.

ცნობისთვის, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯესინდა არდერნი დეკრეტული შვებულებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. არდერნის ნაცვლად პრემიერის მოვალეობებს მისი მოადგილე უინსტონ პიტერსი ასრულებდა. 

კომენტარები