ახალი ზელანდია

ბოლო 150 წელიწადში პირველად, ბუნებრივ პირობებში კივის წიწილები გამოიჩეკნენ

v

ახალ ზელანდიაში ბუნებრივ პირობებში კივის ორი წიწილა გამოიჩეკა. ეს კივის პოპულაციაში ბოლო 150 წელიწადში მომხდარი პირველი გამრავლებაა, რომელიც სრულად ბუნებრივ პირობებში მოხდა. ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში კივის პოპულაციის ბუნებაში რეინტეგრაციის პროგრამა ერთი წლის წინ დაიწყო. 

ინფორმაცია კივის ორი წიწილას დაბადების შესახებ Capital Kiwi Project-მა გაავრცელა, რომელმაც კივის ბუნებაში რეინტეგრაციის პროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 

"ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი გუნდისთვის, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დაუღალავად მუშაობს" - თქვა პროექტის დამფუძნებელმა პოლ ვარდმა AFP-სთან.

პროექტის დამფუძნებლის თქმით, ეს დიდი მიღწევაა იმ მიზნისთვის, რომ ველინგტონში კივის ახალი პოპულაცია გამრავლდეს. 

კივის პოპულაცია ახალ ზელანდიაში ერთ დროს საკმაოდ დიდი იყო, ვარაუდობენ, რომ პოპულაციის პიკში კუნძულზე 12 მილიონი ერთეული კივი ცხოვრობდა. კივის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ახალ ზელანდიაში არაადგილობრივი მტაცებლების ზრდის და მათი ბუნებრივი ჰაბიტატის შემცირების გამო. დღესდღეობით, ახალ ზელანდიაში დაახლოებით 68 000 კივი ცხოვრობს, თუმცა ისინი ზოოპარკებში, დაცულ პარკებში ან სპეციალურ ფერმებში ცხოვრობენ. 

კომენტარები