ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში, ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

BBC

ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე. ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

შენობიდან 50-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მაგრამ პოლიციის თქმით, 11 ადამიანის ადგილმდებარეობას ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს. 

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, კრის ჰიპკინსი დაღუპულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა შენობის ზედა სართულზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს. 04:00 საათისთვის მის ჩასაქრობად, სულ მცირე, 20 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილობრივი მედიისთვის კომენტარებში ჰიპკინსმა ხანძარს უწოდა "აბსოლუტური ტრაგედია" და პატივისცემით მოიხსენია ადგილობრივი მეხანძრეები, "რომლებიც გასულ საათებში საკუთარ თავს ზიანს აყენებდნენ, რათა ხალხი შენობიდან გამოეყვანათ და ცეცხლი ჩაექროთ".

კომენტარები