ახალი ზელანდიის მაორი მეფე, ტუჰეიტია პუტატაუ ტე ვეროვერო VII 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაორების მეფემ რამდენიმე დღის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოში ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადიოდა.
მეფე ტუჰეიტია მაორების მეფე 2006 წელს, დედოფალ დამე ტე ატაირანგიკააჰუს გარდაცვალების შემდეგ გახდა. მაორების მონარქის თანამდებობა არ არის აუცილებელი, რომ შთამომავლობით გადაიცემოდეს. ახალ მონარქს მეფის მოძრაობასთან კავშირში მყოფი მაორი ტომების ლიდერები მეფე ტუჰეიტიას დაკრძალვამდე გამოაცხადებენ.
მაორების მეფე რამდენიმე ტომის მმართველად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანთან პირდაპირ კავშირში არ არის. მონარქის თანამდებობა მხოლოდ სიმბოლურია და მას არანაირი იურიდიული ძალაუფლება არ გააჩნია.
მეფის მოძრაობა (კიინგიტანგა) ახალ ზელანდიაში1858 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ადგილობრივი ტომების ერთი ლიდერის ქვეშ გაერთიანება იყო კოლონიალიზმთან საბრძოლველად.
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, კრისტოფერ ლუქსონი მეფის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
"მისმა შეუპოვარმა ძალისხმევამ თავისი ხალხის მიმართ და თავდაუზოგავი შრომამ, რათა შეინარჩუნოს კინგიტანგას ღირებულებები და ტრადიციები, დატოვა წაუშლელი კვალი ჩვენი ქვეყნისთვის" – წერს პრემიერმინისტრი.





