ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს

ქრისტოფერ ლუქსონი
RNZ / Samuel Rillstone

14 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალი ზელანდიის მომდევნო პრემიერმინისტრი კონსერვატორი ქრისტოფერ ლუქსონი გახდება

ხმები თითქმის სრულად დათვლილია. ლუქსონის ეროვნულ პარტიას ამჟამად დაახლოებით 40% აქვს მიღებული. ახალი ზელანდიის პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, მთავრობის ფორმირებისთვის მას კოალიციის შექმნა ლიბერტარიანულ მომხმარებლებისა და გადასახადების გადამხდელთა ასოციაციის (ACT) პარტიასთან მოუწევს.

ლუქსონი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. ის აქამდე Unilever Canada-სა და Air New Zealand-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის ამომრჩეველს საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებასა და ქვეყანაში კრიმინალურ ბანდებთან ბრძოლას დაჰპირდა.

მემარცხენე პოლიტიკის ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ახალ ზელანდიას ბოლო 6 წლის განმავლობაში მართავდა, არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. მოქმედმა პრემიერმინისტრმა, კრის ჰიპკინსმა, რომელიც ოფისს მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში იკავებდა, ლუქსონსაც დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

ჰიპკინსის ლიდერობით ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნებზე ამჟამინდელი მონაცემებით ხმების 25% აიღო, იმის დაახლოებით ნახევარი, რაც წინა პრემიერის, ჯასინდა არდერნის ლიდერობისას. არდერნმა მთავრობის მეთაურის პოსტი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა იმ მიზეზით, რომ მოვალეობის გაგრძელება "აღარ შეეძლო".

კომენტარები