საგანგებო სიტუაციების სამსახური

ლაგოდეხში მაშველებმა კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

ლაგოდეხში მაშველებმა სოფელ მსხალგორის მთებთან, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 26 ივლისს, 15:28 საათზე შემოვიდა. 

"​ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ​ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში." - წერია განცხადებაში. 

 

კომენტარები