საგანგებო სიტუაციების სამსახური

თბილისში, პეკინის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ჩაქრობას 14 ეკიპაჟი ცდილობს [VIDEO]

კადრი ვიდეოდან

თბილისში, პეკინის 41 ნომერში ერთერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე ამ დროისთვის 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, ხანძრის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე. უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზიც.

კომენტარები