საგანგებო სიტუაციების სამსახური

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ახალგაზრდები ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავიდნენ და ესაუბრნენ.

სვანეთის ტყეში დაკარგულ 2 ახალგაზრდას მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერდა, ბიჭები ზემო სვანეთიდან ლენტეხში გადადიოდნენ და ტყეში დაიკარგნენ.

კომენტარები