საგანგებო სიტუაციების სამსახური

გამოძახებაზე მისულ მეხანძრეებს კორპუსში ხანძრის ნაცვლად დამწვარი მურაბა დახვდათ

პირველი არხი

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გამოძახებულ მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად გაზქურაზე დამწვარი მურაბა დახვდათ.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, სახანძრო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელმაც კორპუსის მე-10 სართულზე კვამლი შენიშნა.

ადგილზე მივიდა ორი სახანძრო ბრიგადა და ერთი სახანძრო კიბე, თუმცა კარი დაკეტილი აღმოჩნდა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ რადგან კონტაქტზე არავინ გამოდიოდა, კარი გაჭრეს, შევიდნენ და აღმოაჩინეს, რომ გაზქურაზე მურაბა იწვოდა.

კომენტარები