საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო: ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგო გადაარჩინეს

ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგო გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი  კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი კონტაქტური იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები