ჩოგბურთი

როჯერ ფედერერმა დიდი სლემის ტურნირი მეოცედ მოიგო

Getty

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონობა შეინარჩუნა და მეოცე დიდი სლემის ტიტული მოიგო. 36 წლის შვეიცარელმა ჩოგბურთელმა ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:2, 6:7, 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა. ტურნირის საპრიზო თანხა 4 მილიონი დოლარია.

როჯერ ფედერერი პირველი კაცი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი ოცჯერ მოიგო. აღნიშნულ ტრუნირებზე ოცი და მეტი გამარჯვება აქამდე მხოლოდ ქალ ჩოგბურთელებს - მარგარეტ კორტს (24), სერენა უილიამსს (23) და შტეფი გრაფს (22) აქვთ მოპოვებული.

“მეოცე დიდი სლემი მოვიგე, ეს დაუჯერებელი რიცხვია. პირველი გამარჯვების დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს მოვახერხებდი,” - განაცხადა ფედერერმა მატჩის შემდეგ. 

ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო.

კომენტარები