ინდოეთი

ინდურ ქორწილში წყვილმა სტუმრებისგან საჩუქრად ბიტკოინები მოითხოვა

KASHIF MASOOD

ინდურ ქორწილში წყვილმა სტუმრებისგან საჩუქრად ბიტკოინები მოითხოვა. პრაშანტ შარმას და ნიტი შრის თქმით, სტუმრებისთვის კრიპტოვალუტის ჩუქების მოთხოვნა ორიგინალური და "მომავალზე ორიენტირებული" იყო.

ქორწილი 9 დეკემბერს გაიმართა, ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბანგალორში და მას 200 სტუმარი დაესწრო. 200 ადამიანიდან მხოლოდ 15-მა მიუტანა წყვილს ტრადიციული საჩუქარი. ქორწილიდან შემოსული ბიტკოინების საერთო ღირებულებამ კი 100 000 რუპია შეადგინა.

წყვილი აცხადებს, რომ ქორწილში ნაჩუქარ ბიტკოინს სიმბოლური ხასიათი აქვს და მის გამოყენებას არ აპირებენ. 

პრაშანტ შარმას და ნიტი შრის ინდოეთში საკუთარი ციფრული სტარტაპი აქვთ. 

 

კომენტარები