ინდოეთში, ქალაქ კალკუტაში მდებარე 6 სართულიან სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრისას სასტუმროში, სულ მცირე 50 ადამიანი იმყოფებოდა - უმეტესობამ ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა 14 დაღუპულიდან, 2 ბავშვია; ასევე ათეულობით ადამიანი დაშავდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.
ხანძრის კერა სამზარეულოსთან მდებარე ოთახში, პირველ სართულზე გაჩნდა.
კალკუტას პოლიციამ 8 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლო.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



