ინდოეთი

ნიუ დელიში, სამგზავრო მატარებელში მომხდარი ჭყლეტვისას, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა

Reuters

ინდოეთში, ნიუ დელიში სამგზავრო მატარებელში მომხდარი ჭყლეტვისას, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.

მგზავრთა უმეტესობა მომლოცველი იყო, რომლებიც მაჰა კუმბის დღესასწაულზე დასასწრებად მიდიოდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 მათგანი ბავშვია, ხოლო 18 ქალი - ყველა ხნიერი ხნიერი ადამიანი 79 წლის იყო.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტვისას ბევრი ადამიანი მძიმე დაშავდა და ამ დროისთვის, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.

ცნობისთვის, მაჰა კუმბი ინდოეთში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ იმართება, რის ფარგლებშიც მლოცველები სხვადასხვა საკრალურ მდინარეებთან ან წყლებთან იკრიბებიან. 

აქამდე, 29 იანვარს მაჰა კუმბის რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტვისას, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები