ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა.
რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტული აქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა მინიმუმ 10 ადამიანი.
მედია The Indian Express-ის ცნობით, ტერაქტის უკან ნაკლებად ცნობილი დაჯგუფება ქაშმირის წინააღმდეგობის მოძრაობა დგას. ტერორისტულმა ორგანიზაციამ წარსულში არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ ქაშმირში მასიურად სახლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
რეგიონში გაქცეული თავდამსხმელების დაკავების მიზნით, მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
მსგავსი შემთხვევა 2024 წლის მაისში მოხდა, როდესაც პაჰალგამის რაიონში ორი ტურისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდა მოდიმ თავდასხმა დაგმო და შინაგან საქმეთა მინისტრს, ამიტ შახს რეგიონში სასწრაფოდ გამგზავრება უბრძანა.