ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტვისას, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაჰა კუმბის დღესასწაულზე მოხდა - მაჰა კუმბი ინდოეთში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ იმართება, რის ფარგლებშიც მლოცველები სხვადასხვა საკრალურ მდინარეებთან ან წყლებთან იკრიბებიან.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



