ტერორიზმი

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ეგვიპტეში მეჩეთზე თავდასხმა დაგმეს

EPA

პარასკევს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც სამასზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის 30 ბავშვი, ეგვიპტეში მოქმედმა ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა დაგმეს.

თავდამსხმელებმა მეჩეთში აფეთქება მოაწყვეს და მლოცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა გავრცელებული ცნობებით თავდამსხმელებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა ჰქონდათ.

სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ეგვიპტის არმია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დაჯგუფებებებს უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ებრძვის.

მეჩეთი ისლამის სუფიურ განშტოებასთან იყო დაკავშირებული, რომელსაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო ჭეშმარიტი რწმენისგან განდგომად მიიჩნევს.

ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა მებრძოლებმა, მათ შორის ანსარ ალ-ისლამის დაგუფებამ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და მლოცველთა სისხლის დაღვრის გამო შურისძიებით დაიმუქრნენ.

კომენტარები