დღეს ამ საკრებულოს დარბაზში არის მონების პარადი. ეს ადამიანები აბსოლუტურად სამარცხვინოდ გამოიყურებიან დღეს. ისინი ფიზიკურ შეხებასაც არ მოერიდნენ ჩვენი მხრიდან პროტესტის გამო. უმრავლესობა იღებს დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას. მათ არ აქვთ ადამიანური ღირსება. მათ არ აქვთ იოტისოდენა უნარი, ადამიანური წინააღმდეგობა გაუწიონ ბიძინა ივანიშვილს. თუ ესეთი მაგრები არიან და თბილისელებს უნდათ მათი არჩევა, ჩვენ მოვითხოვთ ამ საკითხის გადადებას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ერთი თვის მერე გაეპრავებინა ბიძინას და ერთი თვის მერე მუქთად ეს ნაკვეთები.
სხდომა არ არის ლეგიტიმური, დაირღვა სხდომის საჯაროობა, დაირღვა არაერთი კანონი, რომელიც ამ სხდომის საჯაროობას უზრუმველყოფს. შესაბამისად, ჩვენ სასამართლოს გზით მივაღწევთ, რომ დღევანდელ სხდომაზე მიღწეული ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი.