თბილისის საკრებულო

ივანიშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

ზურაბ აბაშიძე

ივანიშვილის თბილისის საკრებულოში პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღეს უკვე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. სხდომა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

ივანიშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს, მისი პირველი მოადგილე კი - ბექა დავითულიანი იქნება. 

მეორე მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი გახდა, მესამე კი - ლევან ჯაფარიძე.

ივანიშვილის თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატი იქნება - ქართულ ოცნებას 45 წარმომადგენელი ეყოლება, ლელო-ძლიერ საქართველოს 2, გირჩსაც 2 - კონსერვატორები საქართველოსთვის კი ერთი წევრით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები