თბილისის საკრებულო

ბოკერია: მთავარია, რომ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა და დადგა ისტორიის სწორ მხარეს

რეალური მოტივაცია იყო მისი ის, რომ მან მიიღო პირადად ეს გადაწყვეტილება, რომ უნდოდა საქმის გაგრძელება სხვა სამსახურში, კერძოდ, კერძო სექტორში.

(...)ქართული ოცნების მხარდამჭერებს იმხელა ნდობა აქვთ მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ, რომ, რა თქმა უნდა, პრეტენზია არ ჰქონიათ.

ადამიანები, რა თქმა უნდა, უშვებენ გარკვეულ შეცდომებს, თუმცა მთავარია, რომ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა, აღიარა, განმარტება გააკეთა და საბოლოოდ დადგა ისტორიის სწორ მხარეს. 

თქვა ივანიშვილის საკრებულოს წევრმა, ნოდარ ბოკერიამ TV პირველთან.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ნოემბერს, TV პირველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა, დღეს კი მან თავად გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ "მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ამ მიზნის მიღწევისთვსი და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება."

კომენტარები