თბილისის საკრებულო

ჩვენ შევთანხმდით – ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ოცნებას ვიცე-მერის არჩევაში დაეხმარა

გამოცემა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიხეილ კაკაურიძემ თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან შეთანხმება დადო, კვორუმის შექმნაში დაეხმარა, რამაც მათ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საშუალება მისცა.

კაკაურიძის თქმით, ოცნებისგან პირობა მიიღო, რომ მის საკითხებს თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილავდნენ.

"ჩვენ შევთანხმდით. ვიცოდი, რომ ეს კვორუმი მათ ოთხ-ხუთ დღეში, ექნებოდათ. ერთი კვირის შემდეგ დაინიშნებოდა ვიცე-მერად გიორგი ტყემალაძე. პირობა მივიღე მათგან, რომ ჩემს საკითხებს, რომელსაც სამი წელი, ამ საკრებულოში საქმიანობის დროს ვაყენებდი, განიხილავენ თბილისის მთავრობის სხდომაზე". - უთხრა რადიო თავისუფლებას კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, მათი კოალიციის გლდანის შტაბის წარმომადგენელი, მიხეილ კაკაურიძე თბილისის საკრებულოს 23 მაისის სხდომაზე, ქართულ ოცნებას კვორუმის შექმნაში დაეხმარა, რამაც მათ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საშუალება მისცა.

ბუაძის თქმით, მან კაკაურიძის გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები