სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გაამართლა. საქმე ეხება რიყის ეპიზოდს, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ და პროკურატურამ ეს განაჩენი გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.
თბილსერვისის ეპიზოდზე კი სააპელაციო სასამართლომ მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილზე გადააკვალიფიცირა და გიგი უგულავას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, უგულავას, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. უგულავა საპატიმროს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.