ტერორიზმი

ანკარა ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთისტანის მუშათა პარტიას აკისრებს

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
Michael Horowitz / twitter.com

თურქეთის მთავრობა სტამბოლში 10 დეკემბერს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ქურთ მებრძოლებს აკისრებს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ქვეყნის პრემიერმინისტრის მოადგილის ნუმან კურტულმუსის თქმით, გამოძიების პირველადი შედეგები სწორედ ქურთისტანის მუშათა პარტიისკენ მიუთითებს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმისას დაახლოებით 300-400 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

სტამბოლში ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარ ორ აფეთებას 38 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 30 პოლიციელია. დაჭრილია კიდევ ათობით ადამიანი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულია 13 ადამიანი, თუმცა დეტალები უცნობია.

თურქეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.

კომენტარები