ტერორიზმი

38 დაღუპული, 170-მდე დაშავებული - თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა

reuters

სტამბოლში 10 დეკემბერს მომხდარ აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 170-მდე ადამიანი. თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთი აფეთქება დანაღმულმა მანქანამ გამოიწვია, მეორე კი - თვითმკვლელმა ტერორისტმა. აფეთქებების სამიზნე პოლიცია იყო.

BBC-ის ცნობით, ამ დრისთვის დაკავებულია ათი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთში გასული წლის მანძილზე მომხდარ ხშირ ტერაქტებზე პასუხისმგებელი, როგორც წესი, ქურთი მებრძოლები ან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იყო. სამიზნედ პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს კი ძირითადად ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებები არჩევნდნენ.

აფეთქებები შაბათ საღამოს, ბეშიქთაშის სტადიონზე მოხდა. მატჩი ორ თურქულ საფეხბურთო კლუბს - ბეშიქთაშსა და ბურსასპორს შორის უკვე რამდენიმე საათის დასრულებული იყო.

კომენტარები