ტერორიზმი

სტამბოლში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
Michael Horowitz / twitter.com

სტამბოლის ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარედ, ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 13 ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია. 

Reuters-ის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ აფეთქება სავარაუდოდ დანაღმულმა ავტომობილმა გამოიწვია. 

თურქული მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე სპეცრაზმელთა ავტომობილი იყო, რომელიც სტადიონთან გადაადგილდებოდა. დაშავებულთა შორის ძირითადად პოლიციელები არიან.

სტადიონზე აფეთქება თურქეთის ორი მთავარი საფეხბურთო გუნდის ბეშიქთაშისა და ბურსასპორის შეხვედრის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ მოხდა, რა დროსაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

"სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს",- წერია მიმართვაში

აფეთქების შემდეგ ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
ფოტო: Reuters

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

კომენტარები