ტერორიზმი

საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე მოქალაქეებს მიმართავს

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
Michael Horowitz / twitter.com

სტამბოლის ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარედ მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და თვითმხილველები ავრცელებენ. მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

"სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს",- წერია მიმართვაში

BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაშავდა. ტერიტორიაზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული. 

სტადიონზე აფეთქება თურქეთის ორი მთავარი საფეხბურთო გუნდის ბეშიქთაშისა და ბურსასპორის შეხვედრის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ მოხდა, რა დროსაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

თურქული მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე სპეცრაზმელთა ავტომობილი იყო, რომელიც სტადიონთან გადაადგილდებოდა.

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

ბეშიქთაშის სტადიონი აფეთქების შემდეგ
ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

 

კომენტარები