სტამბოლის ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარედ მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და თვითმხილველები ავრცელებენ. BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაშავდა. ტერიტორიაზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.
სტადიონზე აფეთქება თურქეთის ორი მთავარი საფეხბურთო გუნდის ბეშიქთაშისა და ბურსასპორის შეხვედრის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ მოხდა, რა დროსაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

ფოტო: Michael Horowitz / twitter.com

ფოტო: Michael Horowitz / twitter.com
თურქული მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე სპეცრაზმელთა ავტომობილი იყო, რომელიც სტადიონთან გადაადგილდებოდა.

ფოტო: Michael Horowitz / twitter.com





