ტერორიზმი

კენიაში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

კენიის ქალაქ მანდერაში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-შაბაბიმ აიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან თეატრალური ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგილობრივ სკოლებში სპექტაკლების გამართვას აპირებდნენ.

ტერორისტებთან ასოცირებული მედიის ცნობით კი, თავდამსხმელების სამიზნე კენიელი ქრისტიანები იყვნენ.

ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი ალ-კაიდას ერთ-ერთი დანაყოფია. დაჯგუფების ძირითადი სამიზნე სომალია, თუმცა თავდასხმებს კენიასა და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც ახორციელებენ.

კომენტარები