მკვლელობა ხურჩაში

აშშ გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში

აშშ-ს საელჩო საქართველოში
https://www.facebook.com/tbilisi.usembassy

აშშ-ის საელჩო, ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას განცხადებით ეხმაურება და მომხდარს გმობს.

"შეერთებული შტატები გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე.

ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

მკვლელობა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 19 მაისს მოხდა. რუსმა ე.წ მესაზღვრემ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 30 წლის გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

 

კომენტარები