მკვლელობა ხურჩაში

კარასინი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან რუსი მესაზღვრეების კავშირს უარყოფს

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მორიგი განცხადება გაავრცელა. რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას მოჰყვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კარასინმა ეს ვერსია თანათავმჯდომარეებსაც გააცნო.

"საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, 19 მაისს მომხდარი ინციდენტის განხილვისას, რუსულმა მხარემ კატეგორიულად უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვიერი ბრალდებები, ინციდენტში რუსი მესაზღვრეების მონაწილეობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

გიგა ოთხოზორია რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

კომენტარები