მკვლელობა ხურჩაში

ღამბაშიძე: ოთხოზორიას მკვლელობაზე მთავრობის სიჩუმე უთავმოყვარეობის ტოლფასია

რაც შეეძლო მთავრობას გაეკეთებინა, იქნებოდა პირობითად, დროშების დაშვება, პოტენციურად, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო იმ დაღუპული ადამიანის ადგილას ანუ პოტენციურად რუსეთმა ნებისმიერი ჩვენგანი მოკლა - ეს გახდა ცხადი, ოკუპაცია კიდევ ერთხელ გახდა ცხადი და უბრალოდ ვიყოთ ჩუმად, მდუმარედ ერთი საღამო, რაც აქციის მთავარი მესიჯი იყო, რაც ჩატარდა. ეს იქნებოდა ძალიან კარგი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა საკუთარი თავებისთვის, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, როდესაც ჩვენს მოქალაქეს კლავენ, მეორე - გვეჩვენებინა მთელი სამყაროსთვის, რომ ჩვენთვის არ არის სულერთი, როდესაც ჩვენს მოქალაქეს კლავენ. ჩემთვის უთავმოყვარეობის ტოლფასია ის სიჩუმე, რაც მთავრობამ გამოიჩინა და საზოგადოებაც მას მიყვება

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე

კომენტარები