ტერორიზმი

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

Reuters

რუსეთის შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, სტავროპოლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, პოლიციის შენობას სამი ადამიანი დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, დანარჩენი ორი კი მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელების გარდა, არავინ დაშავებულა.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, რეგიონში ყველა სკოლას, საბავშვო ბაღსა და საავადმყოფოს დამატებითი დაცვა დაენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსული მედიის ნაწილი, პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებენ, წერს, რომ თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ, მათგან სამმა კი თავი აიფეთქა. თუმცა, აღნიშნული ჯერჯერობით არ დასტურდება.

 

 

კომენტარები