დავით კეზერაშვილის საქმე

დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დიდმა ბრიტანეთმაც უარი თქვა

AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დიდმა ბრიტანეთმაც უარი თქვა. ადვოკატ შოთა მინდელის თქმით, ლონდონის სასამართლომ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. 

"თავის დასაბუთებაში, რა თქმა უნდა, მოსამართლე მიუთითებს პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ზოგადად, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დევნაზე საქართველოში და, მათ შორის, კეზერაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და წერს, რომ ცალსახად, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევვნა. სწორედ ამ მოტივით არ გადმოსცემს ბრიტანეთი საქართველოს პროკურატურას დავით კეზერაშვილს", - უთხრა ტაბულას მინდელმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე საფრანგეთის სასამართლომაც უარი განაცხადა. გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინტერპოლის ძებნილთა სიაშიც აღარ არის.

კომენტარები