ტერორიზმი

ალ-შაბაბმა სომალიში AU-ს ბაზა აიღო, სავარაუდოდ, დაღუპულია 60-ზე მეტი სამხედრო

AP

ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა სომალის ქალაქ ელ-ადეში African Union-ის ბაზა აიღო. ისლამური დაჯგუფება აცხადებს, რომ მათ სრული კონტროლი დაამყარეს ბაზაზე და 60-ზე მეტი კენიელი სამხედრო მოკლეს.

ადგილობრივი მცხოვრებლები BBC-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ტერორისტებმა ბაზაზე საკუთარი დროშა აღმართეს და ქალაქში დაღუპულთა ცხედრები ჩამოატარეს.

კენიელი პოლკოვნიკის დევიდ ობონიოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტები ბაზას გამთენიისას დაესხნენ თავს, რასაც კენიელი სამხედროების კონტრშეტევა მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობაზე ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ African Union-ის სამხედროები სომალიში ადგილობრივ ხელისუფლებას დაჯგუფება ალ შაბაბთან ბრძოლაში ეხმარებიან. AU-ს რიგებში კი 4000-ზე მეტი კენიელი სამხედრო მსახურობს.

ალ-შაბაბი ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას ნაწილია.

კომენტარები