ტერორიზმი

გაერო-ს წარმომადგენელი მალის ტერაქტზე: სასტუმროში 27 ადამიანის ცხედარია

reuters.com

გაეროს მშვიდობისმყოფელის თქმით, პირველადი მონაცემებით სასტუმროში სხვადასხვა სართულზე 27 ადამიანის ცხედარია. მისივე თქმით, გაეროს სამხედროები კვლავ ეხმარებიან მალის სპეციალური დანიშნულების ძალებს სასტუმროს დათვალიერებაში.

მალის ოფიციალური პირების თქმით, სპეცოპერაციის შედეგად სასტუმროში მძევლები აღარ იმყოფებიან.

როიტერის ცნობით, მალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აფრიკულმა ჯიჰადისტების ჯგუფმა "ალ-მურაბიტუნ"მა აიღო, რომელიც ალ-კაიდასთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მალის დედაქალაქ ბომაკოში, სასტუმრო რედისონში, შეირაღებულმა პირებმა 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

კომენტარები