გიგი უგულავას საქმე

ნოდია: უგულავა გამოჩნდა ძალიან ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად

ძალიან ძნელია, როცა ადამიანს [გიგი უგულავას] მიუსჯიან ცხრა წელიწადს თუ ოთხნახევარს, ამაში რაღაც პოზიტიური დაინახო, პირადად მისთვის, მაგრამ როგორც ის გამოჩნდა, როგორც იქცეოდა, როგორც ლაპარაკობდა, ის გამოჩნდა ძალიან ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად. დღეს, იმ დროს, როდესაც სააკაშვილი არის ოდესის გუბერნატორი, გარკვეული ლიდერობის ვაკუუმი ნაციონალურ მოძრაობაში ნამდვილად არის, იგრძნობა და რაღაც დოზით, (ვერ იტყვი, რომ შეავსო, რადგან ციხეშია), მაგრამ რაღაც განცდა გაჩნდა, რომ ფიზიკურად საქართველოში მყოფ ლიდერებს შორის, ის არის ყველაზე უფრო ლიდერი. ეს განწყობა რაღაცნაირად შეიქმნა.

პოლიტოლოგი გია ნოდია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები