გიგი უგულავას საქმე

Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს

ტაბულა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 95%-მა იცოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველოს გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას, საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა. მათი 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოდ მიიჩნევს.

გამოკითხულთა 74%-ს ამის გამო, კანონის უზენაესობის ნაკლებად სჯერა, ხოლო 26%-ს კანონის უზენაესობის მიმართ რწმენა გაუღრმავდა.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები