გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო

უგულავას საქმის გაცოცხლება ნიშნავს იმას, რაც ნათქვამი ჰქონდა ივანიშვილის რეჟიმს, რომ არაფერს არ ვწყვეტთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო გამოცხადება ამ შეთანხმების რაღაც დიდ ეროვნულ გარღვევად. ეს ასე არ იყო, არ არის სამწუხაროდ და გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამ ფორმით ამის დადასტურებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ამ რეპრესიულ ინსტინქტს დავუპირისპიროთ პრობლემები ივანიშვილის რეჟიმის, იქნება ეს ამ კონკრეტულ საქმეში თუ საერთოდ. ოღონდ, ეს რა თქმა უნდა შეხსენებაა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ვისთანაც აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, სად ვართ დღეს ჩვენ და ეს კიდევ ერთხელ გვაბრუნებს იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია ახლა კონცენტრირება მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე, ოღონდ წარსულის შეცდომების გათვალისწინებით

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა. 13 მაისს სასამართლოში გიგი უგულავას საქმის პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ გიგი უგულავა საკუთარ Facebook-ზე წერს. ოპოზიციონერის ინფორმაციით, პროცესი 2019 წელს, თბილისის აეროპორტში მასზე და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას უკავშირდება.

კომენტარები