გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება

როდესაც ერთზე იყო საუბარი შეგვეძლო, გვეფიქრა, რომ მოსამართლეს მოენატრა პროცესი, ორი უკვე დაგაეჭვებს, მაგრამ სამი უკვე ტენდენციას ანახებს, როგორც ივანიშვილს უყვარს თქმა - ტრენდს ანახებს. ფაქტია, რომ ეს შემთხვევით არ მოხდებოდა. პირდაპირ ჩემი არა, მაგრამ ჩემს საქმესთან დაკავშირებული საქმეა, რომელიც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პირდაპირ მე მიკავშირდება, რადგან სამიზნე ამ შემთხვევაშიც მე ვარ. ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას შემთხვევაშიც გასაგებია, რა არის მიზანი. ივანიშვილი მოქმედებს, როგორც მახრჩობელა მგუდავი. გუშინწინ რომ გადაყლაპა და მოინელა რუსთავი 2, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს მას აღარ შია და არ უნდა მთავარი არხი, ხვალ არ მოუნდება ფორმულა, მერე ტვ პირველი. გუშინ რომ ვიღაც დაიჭირა, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ არ დაიჭერს იმიტომ, რომ ეს არის ამ ადამიანის პოლიტიკური ცხოვრების წესი. ის შეეჩვია ასე არსებობას და მას ეს გასდის. გამოსავალი არის ერთიანობა, სიმტკიცე, როდესაც თვლი და გჯერა, რომ ხარ მართალი და უკან არ იხევ.

ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება არ უნდა იყოს სავაჭრო საგანი. არ გაიცვლება რიგგარეშე არჩევნებში ჩემი ციხიდან გამოშვება, პირდაპირ მინდა, ჩემს კოლეგებს ვუთხრა, თუ ეს მოხდა.

ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ასეთ მეთოდზე არ უნდა წაყვე. როგორც ტერორისტს არ უნდა დაუკმაყოფილო მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს ახალ ტერორისტულ აქტს წაახალისებს, ზუსტად ასევე არ უნდა წაახალისო ივანიშვილი, იმიტომ რომ მერე ნებისმიერს დაიჭერს და დაგიწყებს ვაჭრობას...

პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებულ საქმეზე პროცესი 10 დეკემბერს ჩანიშნა. საქმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას ეხება. 7 დეკემბერს ჩანიშნულია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, ხოლო 15 დეკემბერს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 20 ივნისის საქმეზე.

კომენტარები