რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ღარიბაშვილი: არ ვაპირებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ

ერთადერთი სანქცია 15 სანქციიდან, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს, გასულ წელს საქართველო მხოლოდ ერთს შეუერთდა და ისიც მხოლოდ შეეხებოდა ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციაზე სანქციებს. ჩვენ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, პირველი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, იმ მიღწეულ შედეგს, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის გვაქვს, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, უკვე მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს ეს დიალოგი და ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა. წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგის შემდეგ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით ბაზრის ხელახლა გახსნა და ამას ვაფასებთ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ახალ სანქციებზე მიერთება.

კომენტარები