არასამთავრობო ორგანიზაციები

სასულიერო პირებმა არასამთავრობოების აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართეს

რუსთავი 2

"აიკრძალოს უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში", - ამ მოთხოვნით სასულიერო პირებმა და მრევლმა საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველოს ოფისთან აქცია გამართეს. მათ არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს. 

"შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობდნენ, უნდა არსებობდნენ კიდევაც, მაგრამ ისინი უნდა დაფინანსდნენ ხალხისგან. ხალხის ინტერესებს უნდა გამოხატავდნენ და არა უცხო ქვეყნის ინტერესებს. ქვეყანაში, სადაც ქართველი ქალები თავს იკლავდნენ, რომ ქალწულობა არ დაეკარგათ და კაცები, რომ ღირსება შეენახათ, იძახიან, რომ მამათმავლობა და გარყვნილება უნდა დაკანონდეს. როგორ არიან ესენი ხალხის ინტერესების გამომხატველი", - თქვა დეკანოზმა დავითმა.

კომენტარები